უკრაინული პორტალის, დიფ სთეითის ცნობით, რუსეთის არმია ფრონტის ხაზს, ყველა მიმართულებით უტევს
უკრაინული პორტალის, დიფ სთეითის ცნობით, რუსეთის არმია ფრონტის ხაზს, ყველა მიმართულებით უტევს. გასული დღეღამის განმავლობაში ოკუპანტმა, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში, სამი დასახლებული პუნქტი აიღო. რუსმა სამხედრებმა ასევე წინ წაიწიეს ტორეცკის მიმართულებით. ქალაქის მისადგომებთან მძიმე ბრძოლებია. პარალელურად, წინსვლა აქვს უკრაინის არმიას რუსეთის კურსკის ოლქში. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა, ტაქტიკურ წარმატებებს სამი მიმართულებით მიაღწიეს. უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსები წერენ, რომ კიევის ახალი შეტევის გამო ოკუპანტებს უკრაინის ფრონტიდან კურსკის ოლქის მიმართულებით, ძალების გადაჯგუფება მოუწიათ.
