დონალდ ტრამპმა კანადას 51-ე შტატად მიერთება კვლავ შესთავაზა
დონალდ ტრამპმა კანადას 51-ე შტატად მიერთება კვლავ შესთავაზა. კანადის პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა საკუთარი სოციალური ქსელის პირად გვერდზე დაწერა, რომ ბევრ კანადელს სურს, მათი ქვეყანა 51-ე შტატი გახდეს. თეთრი სახლის მომავალი ლიდერის განმარტებით, თუ ეს მოხდება, კანადელებს სუბსიდირების სახით გადასახადები მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდებათ. „შტატებს აღარ შეუძლია აიტანოს უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი და სუბსიდიები, რომლებიც კანადას არსებობისთვის სჭირდება. ჯასტინ ტრუდომ ეს იცოდა და გადადგა.“ განაცხადა არჩეულმა პრეზიდენტმა.
