„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინა ივანიშვილი საქართველოს შობას ულოცავენ
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინა ივანიშვილი საქართველოს შობას ულოცავენ. მისალოც წერილს „ქართული ოცნების" ოფიციალური „ფეისბუქ" გვერდი ავრცელებს. “ შობა ახლის დაბადებას ნიშნავს და ჩვენც გვჯერა, რომ ჩვენ თვალწინ ახალი, დამოუკიდებელი, სუვერენული, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული, ღირსეული საქართველო იბადება” -ნათქვამია მისალოც წერილში.
