პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. წირვის დაწყებამდე ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს. 17 წუთიანი ეპისტოლეს მთავარი გზავნილი ასეთია- მეტი სიყვარული ღმერთის, ქვეყნის და ერთმანეთის. სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ერს გაერთიანებისკენ მოუწოდა
