ალილო გურჯაანში
ტრადიციული ალილო გაიმართა გურჯაანში. დილიდან მომლოცველებმა შეკრება სამების საკათედრო ტაძართან დაიწყეს, საიდანაც მსვლელობა მოეწყო. სასულიერო პირებმა, ქრისტეს შობის მახარობლებმა , სტიქაროსნებმა და მრევლმა ქალაქის ყველა ცენტრალური ქუჩა ლოცვით და გალობით ფეხით შემოიარეს. ალილოს შეუერთდა ადგილობროვი ხელისუფლება. გურჯაანის მერმა მათ ტკბილეული გადასცა. შემოწირულობა სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა.
