ტრადიციული საშობაო მსვლელობა მოეწყო ქუთაისში
ტრადიციული საშობაო მსვლელობა მოეწყო ქუთაისში. შობის მახარობელმა, ბავშვებმა და სასულიერო პირებმა საშობაო საგალობლები შეასრულეს და ქალაქის ქუჩები მსვლელობით მოიარეს.მეალილოები ქუთათელ-გაენათელმა მეუფემ დალოცა. ტრადიციულად, შეგროვდა ტკბილეული და ნობათი, რომელიც სხვადასხვა ცენტრის ბენეფიციარებს გადაეცემა.
