ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და მმართველი ლიბერალური პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს
ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და მმართველი ლიბერალური პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ქვეყნის მთავრობის მეთაურის მოვალეობას კი, ახალი ლიდერის არჩევამდე შეინარჩუნებს. გავრცელებული ცნობით, ტრუდომ გადადგომის გადაწყვეტილება ოჯახთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მიიღო., ჯასტინ ტრუდომ კანადის პარლამენტის მუშაობა 24 მარტამდე შეაჩერა, ხოლო არჩევნები, 20 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს.
