შობას მოლდოვა, მწვავე ენერგოკრიზისით შეხვდა
შობას მოლდოვა, მწვავე ენერგოკრიზისით შეხვდა. დნესტრისპირეთის მოსახლეობას ელექტროენერგია, გათბობა, ბუნებრივი აირი და წყალი მნიშვნელოვანი შეზღუდვებით მიეწოდება. შეგახსენებთ, არაღიარებული დნესტრისპირეთი ათწლეულების განმავლობაში უკრაინის გავლით იღებდა რუსულ გაზს, რომელსაც იყენებდა ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის და ასევე ყიდდა მოლდოვის დანარჩენ ნაწილში, რაც ქვეყნის ელექტროენერგიის 80 პროცენტს შეადგენდა. გაზის მიწოდება მას შემდეგ შეწყდა, რაც უკრაინამ რუსული გაზის ტრანზიტის შეთანხმების გაგრძელებაზე უარი თქვა.
