შობის დადგომამდე, საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში საჰაერო იერიში მიიტანეს ხერსონის სამხრეთ ნაწილზე
შობის დადგომამდე, საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში საჰაერო იერიში მიიტანეს ხერსონის სამხრეთ ნაწილზე. სამიზნეში მოექცა ავტობუსი რომელშიც მგზავრები ისხდნენ. ვრცელდება ცნობები ერთი დაღუპულისა და 9 დაშავებულის შესახებ. რუსეთი დონეცკის ოლქში, კურაროვიზე კონტროლის მოპოვების შესახებ იუწყება .რუსულ ძალებში დანაკარგების შესახებ ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკი, კურსკის ოლქში დაწყებული ოპერაციის ხუთი თვის თავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე ბუფერულ ზონას ინარჩუნებს.
