პოლიციამ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ორი ადამიანი დააკავა
პოლიციამ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ორი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები, ერთ-ერთ მათგანს, მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
