ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის წერილი - შეფასებები "ქართულ ოცნებაში"
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ამ წერილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი თანამოაზრეები გასული ორი თვის მსგავსად, არც ახლა იყვნენ მზად, გავლენიანი სადამკვირვებლო მისიისთვის, არჩევნების სავარაუდო გაყალბების კონკრეტული ფაქტები წარედგინათ, რის გამოც იმ დიალოგს გაექცნენ, რისთვისაც პია კაუმა დელეგაციასთან ერთად საქართველოში ჩამოდიოდა.
