მართლმადიდებელი სამყარო დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.წირვის დაწყებამდე ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.
