საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფისგან მიღებული დაფინანსების გამო პარიზის სასამართლოს წინაშე წარსდგა
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფისგან მიღებული დაფინანსების გამო პარიზის სასამართლოს წინაშე წარსდგა. ექსპრეზიდენტი საფრანგეთის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდ პოლიტიკურ და ფინანსურ სკანდალში გაეხვა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის ნიკოლა სარკოზის მილიონობით ევრო ლიბიის დიქტატორმა, მუამარ კადაფიმ გადასცა.
