საფრანგეთის პრეზიდენტი ილონ მასკს ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევაში ადანაშაულებს
საფრანგეთის პრეზიდენტი ილონ მასკს ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევაში ადანაშაულებს. როგორც ემანუელ მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიოში ერთი-ერთი ყველაზე მსხვილი სოციალური ქსელის მფლობელი საერთაშორისო რეაქციულ მოძრაობას მხარს დაუჭერდა და პირდაპირ ჩაერეოდა არჩევნებში, მათ შორის გერმანიაში. ცოტა ხნის წინ ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა იქსზე გერმანიაში ოპოზიციურ ულტრამემარჯვენე გაერთიანებას დაუჭირა მხარი და მას გერმანიის გადამრჩენი ძალა უწოდა. ილონ მასკმა ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლებიც გააკრიტიკა. მეფეს კი პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. მასკის პოსტები ბრიტანეთში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სკანდალთან იყო დაკავშირებული. მასკის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
