კირ სტარმერმა ილონ მასკის კრიტიკას უპასუხა
კირ სტარმერმა ილონ მასკის კრიტიკას უპასუხა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას, ვინც დეზინფორმაციას და ტყუილს ავრცელებს, მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებს. შეგახსენებთ, ილონ მასკმა გაერთიანებული სამეფოს მეფეს პარლამენტის დათხოვნისა და არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა. ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის წევრმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი და უსაფრთხოების მინისტრი, ჯეს ფილიპსი მოძალადეთა ბანდების საქმეზე ხელისუფლების არასათანადო რეაგირების გამო მწვავედ გააკრიტიკა. გავრცელებული ცნობით, უსაფრთხოების მინისტრმა, ქალაქ ოლდჰემის საბჭოს ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე სახელმწიფო გამოძიების ჩატარებაზე უარი თქვა. მან საქმის წარმოება ადგილობრივ საბჭოს დაავალა.
