საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფისგან მიღებული დაფინანსების გამო პარიზის სასამართლოს წინაშე წარდგა
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფისგან მიღებული დაფინანსების გამო პარიზის სასამართლოს წინაშე წარდგა. ექსპრეზიდენტი საფრანგეთის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდ პოლიტიკურ და ფინანსურ სკანდალში აღმოჩნდა გახვეული. 10 წლიანმა ანტიკორუფციულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის ნიკოლა სარკოზის მილიონობით ევრო ლიბიის დიქტატორმა, მუამარ კადაფიმ გადასცა. საქმეზე, ყოფილ პრეზიდენტთან ერთად, კიდევ 12 ადამიანია ბრალდებული, მათგან სამი სარკოზის მთავრობის წევრია.
