ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ოლქში წარმატებული შეტევა განახორციელეს და სამი მიმართულებით წინ წაიწიეს
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი წერს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ოლქში წარმატებული შეტევა განახორციელეს და სამი მიმართულებით წინ წაიწიეს. უკრაინელების ტაქტიკურ წარმატებაზე არაფერს ამბობს ოფიციალური მოსკოვი, თუმცა რუსეთის სამხედრო უწყება ადასტურებს, რომ ქალაქ სუჯთან უკრაინის არმიამ სამხედროებისა და საბრძოლო ტექნიკის მობილიზაცია მოახდინა, პარალელურად, რუსეთის თავდაცვის უწყება უკრაინის დონეცკის ოლქში წინსვლის შესახებ ცნობას ავრცელებს. მისი მტკიცებით, რუსმა სამხედროებმა ქალაქი კურახოვო აიღეს.
