ნიკო ლეკიშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს
ნიკო ლეკიშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პრემიერ მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები. თბილისის ყოფილი მერი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და თბილისის საპატიო მოქალაქე, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო საქართველოს მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრიც. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.