საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს პრემიერ- მინისტრი
საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს პრემიერ- მინისტრი. ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთავრობის სახელით, სამძიმარს და თანადგომას უცხადებს დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებს და საზოგადოებას. სამძიმრის წერილს ავრცელებს პარლამენტის თავმჯდომარე. დაღუპული ბავშვების ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებენ და თანაუგრძნობენ: პრეზიდენტი, თბილისის მერი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
