სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა
სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევის დროს ისინი ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ. მაშველებმა მხოლოდ ბებიის გადარჩენა შეძლეს. ტრაგედიაზე სპეკულაციური შეფასება გაკეთდა ერთ- ერთ ოპოზიციურ ტელეარხზე, სადაც ავითარებენ აზრს, რომ უბედური შემთხვევა, კავშირშია „ქართულ ოცნებასთან“, რადგან, მათივე თქმით, სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. მმართველი პარტიისთვის მსგავსი ბრალდება ამორალურია.
