ნიკო ლეკიშვილს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ
ნიკო ლეკიშვილს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პრემიერ მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები. თბილისის ყოფილი მერი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და თბილისის საპატიო მოქალაქე, ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნიკო ლეკიშვილი იყო საქართველოს მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრიც .მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე .