სამხრეთ კორეაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ენტონი ბლინკენი სეულს ესტუმრა
სამხრეთ კორეაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ენტონი ბლინკენი სეულს ესტუმრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა. შეხვედრების შემდეგ კი პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი სამხრეთ კორეის დემოკრატიის გამძლეობას და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ენდობა. შეხვედრების შემდეგ ენტონი ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ კორეას ძლიერი ერთობლივი თავდაცვითი პოზიცია უნდა ჰქონდეს, რათა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებისთვის მზად იყოს.
