საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდი პოლიტიკური და ფინანსური სკანდალის გამო სასამართლოს წინაშე წარდგება
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდი პოლიტიკური და ფინანსური სკანდალის გამო სასამართლოს წინაშე წარდგება. 10 წლიანმა ანტიკორუფციულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის ნიკოლა სარკოზს მილიონობით ევრო ლიბიის გარდაცვლილმა დიქტატორმა, მუამარ კადაფმა გადასცა. საპრეზიდენტო კამპანია კადაფის რეჟიმმა უკანონოდ დააფინანსა. საქმეზე ყოფილ პრეზიდენტთან ერთად კიდევ 12 პირია ბრალდებული, მათგან სამი სარკოზის მთავრობის წევრია.