კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო გადადგომასა და ლიბერალური პარტიის ლიდერის თანამდებობის დატოვებას გეგმავს
კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო გადადგომასა და ლიბერალური პარტიის ლიდერის თანამდებობის დატოვებას გეგმავს. კანადური მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრუდო ამის შესახებ განცხადებას 8 იანვრამდე გააკეთებს, თუმცა ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა ის პრემიერის პოსტზე, ვიდრე პარტია ახალ ლიდერს აირჩევს. კანადური მედია წერს, რომ ჯასტინ ტრუდომ წასვლის შესახებ გადაწყვეტილება შიდაპარტიული წნეხისა და საზოგადოებაში დაბალი მხარდაჭერის გამო მიიღო.
