გოგა ბითაძის მორიგი შედეგიანი შეხვედრა NBA-ში
გოგა ბითაძის მორიგი შედეგიანი შეხვედრა NBA-ში . „ორლანდო“ საკუთარ დარბაზში „იუტასთან“ 92-105 დამარცხდა, მასპინძლების ქართველ კალათბურთელს კი ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. ბითაძემ 26 წუთში 9 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან შვიდიდან სამი ორქულიანი და ორიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო. საჯარიმოს ხაზიდან მისი ოთხი ტყორცნიდან ზუსტი არცერთი არ აღმოჩნდა, მოხსნების რაოდენობით კი თანაგუნდელებს შორის საუკეთესო იყო. მომდევნო შეხვედრას „ორლანდო“ „ნიუ-იორკ ნიქსთან“ გამართავს, რომელიც თბილისის დროით ხვალ დილით, ხუთის ნახევარზე დაიწყება.
