ილონ მასკი სოციალურ ქსელ „იქსზე“ წერს, რომ ბრიტანეთის „რეფორმების პარტიას“ არა ნაიჯელ ფარაჟი, არამედ სხვა ადამიანი უნდა ხელმძღვანელობდეს
ილონ მასკი სოციალურ ქსელ „იქსზე“ წერს, რომ ბრიტანეთის „რეფორმების პარტიას“ არა ნაიჯელ ფარაჟი, არამედ სხვა ადამიანი უნდა ხელმძღვანელობდეს. მილიარდერის აზრით, „რეფორმების პარტიას“ ახალი ლიდერი სჭირდება, რადგანაც ფარაჟს საჭირო უნარები არ აქვს. ბოლო პერიოდში მასკი „რეფორმების პარტიაზე“ პოზიტიურად საუბრობდა, პარტიის ლიდერი ნაჯელ ფარაჟი კი მას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიდა და „გმირს“ უწოდებდა. ფარაჟსა და მასკს შორის უთანხმოება ბოლო დღეებში გამოიკვეთა, როდესაც მასკმა ბრიტანელი ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. რობინსონს სასამართლოს უპატივცემულობის გამო 18-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მასკი პატიმრობიდან მის გათავისუფლებას ითხოვს.
