თურქეთი 509 კილომეტრიანი რკინიგზის მშენებლობას იწყებს
თურქეთი 509 კილომეტრიანი რკინიგზის მშენებლობას იწყებს. ჩქაროსნული მატარებლის ხაზი, რომელიც 10 მილიონ ადამიანს მოემსახურება, ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის სარკინიგზო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მაგისტრალის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. მასშტაბური პროექტის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რიზეში, მმართველი პარტიის კონგრესზე ისაუბრა.
