ლოს ანჯელესში „ოქროს გლობუსით“ დაჯილდოების 82-ე ცერემონია გაიმართა
ლოს ანჯელესში „ოქროს გლობუსით“ დაჯილდოების 82-ე ცერემონია გაიმართა. წლევანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორი მიუზიკლი „ემილია პერესი“ გახდა, რომელმაც ჯილდო ოთხ ნომინაციაში მიიღო. 3 ოქროს „გლობუსი ხვდა“ წილად ეპიკურ დრამას „ბრუტალისტი,“ რომელიც წლის საუკეთესო დრამატულ ფილმად აღიარეს. ფილმის რეჟისორი ბრეიდი კორბეტი კი წლის საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს. „ოქროს გლობუსი“ მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ედრიან ბროუდის გადაეცა, წლის საუკეთესო ქალი მსახიობი კი ფერნანდა ტორესი გახდა.
