თბილისში საზეიმო ღონისძიებები გრძელდება
საზეიმო ღონისძიებები გრძელდება თბილისში. ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში მოწყობილ საახალწლო სოფელში იმართება თეატრალიზებული წარმოდგენა/პერფორმანსები, კინოჩვენებები და საახალწლო კონცერტები. დედაენის ბაღში მოწყობილ სცენაზე გუშინ მსმენელის წინაშე ანსამბლი „ბასიანი“ წარდგა, საღამო კი ელექტრონული მუსიკით დასრულდა. საახალწლო სოფელი დედაქალაქში, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 14 იანვრამდე იფუნქციონირებს.
