სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. სოფელ საბერიოში ხანძარს გუშინ ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევის დროს ისინი ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ. მაშველებმა მხოლოდ ბებიის გადარჩენა შეძლეს.
