წმინდა ნაზარ ლეჟავას ფონდმა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების გასართობი ღონისძიება გამართა
წმინდა ნაზარ ლეჟავას ფონდმა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი დედ-მამიშვილებისთვის გასართობი ღონისძიება გამართა. 30-მდე ბავშვმა ფონდის მიერ ორგანიზებულ საახალწლო გასართობ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და გადაეცათ სპეციალურად მათთვის შერჩეული საჩუქრები. “წმინდა ნაზარ ლეჟავას სახელობის ფონდი“ უკვე ხუთი წელია სოციალურად დაუცველი ადამიანებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ცდილობს.
