იმერეთის პოლიციამ მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა
იმერეთის პოლიციამ მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა. დაკავებულია სამი ადამიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, იმერეთის რეგიონში, სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით, მათ სარგებლობაში არსებულ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხას რიცხავდნენ, შემდგომ კი აპარატის დაზიანებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აპარატში არსებულ სრულ თანხას. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
