იტალიის პრემიერ-მინისტრი ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს შეხვდა
იტალიის პრემიერ მინისტრი ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს შეხვდა. სააგენტო „ბლუმბერგის” ცნობით, ჯორჯ მელონის დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მარალაგოს რეზიდენციაში უმასპინძლა. შეხვედრა რომში ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა. თეთრი სახლის მოქმედი ლიდერი იტალიაში 9 იანვარს ჩავა. ის პრემიერ მელონის და რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდება
