რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გუშინ ქვეყნის ტერიტორიაზე 61 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გუშინ ქვეყნის ტერიტორიაზე 61 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი, 37 დრონი როსტოვის ოლქში გაანეიტრალეს. უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს ბრიანსკში, ვორონეჟში, ბელგოროდსა და ორლოვსკშიც. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა
