რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა
რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა. როგორც პირველი ტურის გამარჯვებული კანდიდატი ამბობს, საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით ქვეყანაში დემოკრატია და კონსტიტუცია მოკლა. ჯოჯესკუ გადაწყვეტილებას მის მიერ არაერთგზის გაცხადებულ პოზიციას უკავშირებს, რომლის თანახმადაც უკრაინაში სამხედრო კონტრიბუცია უნდა შეწყდეს და ომი უნდა დასრულდეს. მისი თქმით, გარე ძალებს უკრაინის ომში რუმინეთის ჩართვა სურთ. რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 24 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გაუქმებულად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი კოორდინირებულ ონლაინ კამპანიას აწარმოებდა ჯოჯესკუს დასახმარებლად. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ხელახლა გაიმართება
