პატრიარქის 92 წლის იუბილესთან დაკავშირებით საპატრიარქოში ღონისძიება გაიმართა
პატრიარქის 92 წლის იუბილესთან დაკავშირებით საპატრიარქოში ღონისძიება გაიმართა. საქართველოს ეკლესიის მეთაურს დაბადების დღე მიულოცეს წმინდა სინოდის წევრებმა, სასულიერო პირებმა, პროფესორებმა, ექიმებმა, მომღერლებმა, ხელოვანებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო. საპატრიარქო რეზიდენციაში ანსამბლ „ალილოს" წევრებმა სხვადასხვა სიმღერა შეასრულეს. ღონისძიების მეორე ნაწილი კლასიკურ მუსიკას დაეთმო
