მაკრონის რეიტინგი ეცემა
საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი მნიშვნელოვნად ეცემა. ახალი 2025 წლის პირველივე დღეებში ფრანგული გამოცემა ფიგაროს დაკვეთით ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ ფრანგების უმრავლესობა პრეზიდენტ მაკრონის გადადგომის მომხრეა. მაკრონის წასვლას გამოკითხულთა 61 პროცენტი ემხრობა, რაც დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ორი პროცენტით აღემატება. გარდა ამისა, რესპონდენტთა 65-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონი დემოკრატიული ღირებულებების ერთგული არ არის
