ირანის ბირთვული პროგრამა
თეირანი მზადაა ბირთვულ პროგრამაზე დასავლეთთან კონსტრუქციული დიალოგი დაუყოვნებლივ განაახლოს. ამის შეახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთის ცენტრალური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ამასთან მან აღნიშნა, რომ თეირანს სურს მოლაპარაკებები უკვე არსებული ფორმულის, ყოვლისმომცველი ერთობლივი სამოქმედო გეგმის მიხედვით წარიმართოს რომლის მიზანიც, ირანის ბირთვული პროგრამისადმი ნდობის აღდგენა და სანქციების გაუქმებაა
