გაიზარდა უკრაინელების წილი, რომლებიც მზად არიან ომის დასრულებისთვის რუსეთთან ტერიტორიული დათმობებისთვის
გაიზარდა უკრაინელების წილი, რომლებიც მზად არიან ომის დასრულებისთვის რუსეთთან ტერიტორიული დათმობებისთვის. როგორც უკრაინული მედია წერს, ამას მოწმობს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 2024 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. სოციოლოგების მონაცემებით, ოქტომბრის დასაწყისიდან დეკემბრის ჩათვლით ასეთი ადამიანების რიცხვი 32 პროცენტიდან 38 პროცენტამდე გაიზარდა. ამასთან, შემცირდა მათი წილი, ვინც რაიმე დათმობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
