გრენლანდიაში დანიისგან დამოუკიდებლობაზე ალაპარაკდნენ
გრენლანდიაში დანიისგან დამოუკიდებლობაზე ალაპარაკდნენ. მოწოდებით გრენლანდიის პრემიერ მინისტრი მას შემდეგ გამოვიდა, რაც 23 დეკემბერს, შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „ეროვნული უსაფრთხოებისა და მთელ მსოფლიოში თავისუფლების მიზნებისთვის, შტატები მიიჩნევს, რომ გრენლანდიის საკუთრებაში ქონა აუცილებლობაა“. მსოფლიოს უდიდესი კუნძული გრენლანდია 1814 წელს დანიის დაქვემდებარებაში მოექცა. 1979 წელს დანიის პარლამენტმა გრენლანდიას ფართო ავტონომია მიანიჭა. დანიასთან 2009 წლის შეთანხმების თანახმად, გრენლანდიას დამოუკიდებლობის გამოცხადება მხოლოდ წარმატებული რეფერენდუმის შემდეგ შეუძლია.