4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის დაბადების დღეა
4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის დაბადების დღეა. უწმინდესს 92 წელი შეუსრულდა. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. ილია მეორე 47 წელია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქია. მისი აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს. უწმინდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია მონასტერი.
