ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა
ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედაქალაქის ყოფილი მერი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და თბილისის საპატიო მოქალაქე, სხვადასხვა წლებში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. იყო სამი მოწვევის პარლამენტის წევრი. მწუხარებას გამოხატავს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, სამძიმრის წერილი გაავრცელეს პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა.