ჰოლივუდში „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებისთვის ემზადებიან
ჰოლივუდში „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებისთვის ემზადებიან. „ბევერლი ჰილტონში“ წითელი ხალიჩა ცერემონიამდე ორი დღით ადრე, ორგანიზატორებმა და წლევანდელი შოუს წამყვანმა, კომიკოსმა ნიკი გლეიზერმა გაშალეს. ანჯელინა ჯოლი, ნიკოლ კიდმანი, ჰიუ გრანტი, დენზელ უოშინგტონი- ოსკარის ერთგვარ რეპეტიციად აღიარებული ჯილდოსთვის, წელს გამორჩეულად ტიტულოვანი მეგა ვარსკვლავები იბრძოლებენ. „ოქროს გლობუსის“ 82-ე დაჯილდოების ცერემონია, 27 ნომინაციაში გამარჯვებულებს, 5 იანვარს გამოავლენს.
