უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხზე „რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 9 იანვარს გერმანიაში გაიმართება
უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხზე „რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 9 იანვარს გერმანიაში გაიმართება. ცნობას უკრაინული მედია ავრცელებს. რამშტაინის რიგით 25- ე შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს. წინა შეხვედრა, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში იყო დანიშნული გადაიდო. მასში პირველად უნდა მიეღოთ მონაწილეობა უკრაინის პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებს, თუმცა სხდომა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ჯო ბაიდენი ამერიკაში მძვინვარე ქარიშხლის, მილტონის გამო, გერმანიაში არ ჩავიდა.
