უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპის ქვეყნებში ჩინოსნების ნაწილი უკრაინაში იმ ლტოლვილების დაბრუნებას განიხილავენ, რომლებიც არ მუშაობენ და გადასახადებსაც არ იხდიან
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპის ქვეყნებში ჩინოსნების ნაწილი უკრაინაში იმ ლტოლვილების დაბრუნებას განიხილავენ, რომლებიც არ მუშაობენ და გადასახადებსაც არ იხდიან. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან განაცხადა რომ ომის დაწყებისთანავე ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის მოქალაქეები შეიფარა და მათ ფინანსურადაც ეხმარებიან. ზელენსკის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინელების უმეტესობას ომის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნება სურს, ამიტომ ის პარტნიორებს სამხედრო დახმარების გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
