“ქრონიკამ” გერმანიის საელჩოს კითხვით მიმართა, რატომ მიიჩნევს ელჩი საქართველოში მიზანმიმართულ ძალადობრივ ქმედებებს მშვიდობიან პროტესტად გერმანიაში განვითარებულ პროცესებს კი კრიმინალად
“ქრონიკამ” გერმანიის საელჩოს კითხვით მიმართა, რატომ მიიჩნევს ელჩი საქართველოში მიზანმიმართულ ძალადობრივ ქმედებებს მშვიდობიან პროტესტად, გერმანიაში განვითარებულ პროცესებს კი, კრიმინალად. საუბარია გერმანიაში , ახალი წლის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე. იქ ფოიერვერკებით თავდასხმისა და პოლიციასთან შეტაკების გამო, 400- მდე ადამიანია დაკავებული. დაშავებულია 30 სამართალდამცველი და ერთი მეხანძრე. დაიღუპა 5 ადამიანი. გერმანიის ელჩის პოზიციიდან გამომდინარე, მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და აქცენტს კონკრეტული ჯგუფების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე აკეთებს
