გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის სახელით დღეს სირიას ესტუმრებიან
გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის სახელით დღეს სირიას ესტუმრებიან. ანალენა ბერბოკი და ჟან ნოელ ბარო დამასკოში სირიის გარდამავალი მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის ქვეყნის დე ფაქტო ლიდერს, აჰმედ ალ შარას შეხვდებიან. როგორც გერმანიის დიპლომატიურ უწყებაში განაცხადეს, ვიზიტის დაწყებამდე ბერბოკმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ევროკავშირსა და სირიას, ასევე გერმანიასა და სირიას შორის ახალი პოლიტიკური საწყისების შესაძლებლობა იქნება.
