რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ კიევს მის ქვეყანაში მცხოვრები უკრაინელებისთვის ფინანსური მხარდაჭერის შემცირებით ემუქრება
რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ კიევს მის ქვეყანაში მცხოვრები უკრაინელებისთვის ფინანსური მხარდაჭერის შემცირებით ემუქრება. როგორც რობერტ ფიცომ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, მისი პარტია საპასუხო ზომებს შორის ამ საკითხს განიხილავს. ასევე ფიცო კიევს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, სლოვაკეთში 130 ათასზე მეტი უკრაინელი ცხოვრობს. 2025 წლის პირველ იანვარს უკრაინამ მის ტერიტორიაზე გამავალი ყველა ის გაზსადენი გადაკეტა, რომლითაც ათწლეულების განმავლობაში ცენტრალურ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი ხორციელდებოდა. ვინაიდან მანამდე მოქმედ კონტრაქტს ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა, გაგრძელებაზე კი კიევში უარი განაცხადეს.
