ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას ჯერ კიდევ არ მიუღია ნატოს მიერ დაპირებული პატრიოტის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ხუთი სისტემა
ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას ჯერ კიდევ არ მიუღია ნატოს მიერ დაპირებული პატრიოტის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ხუთი სისტემა. ის მადლიერია, რომ ალიანსმა მათი მიწოდების შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა უკრაინამდე დახმარება სრულად არ ჩასულა. უკრაინულ მედიასთან საუბრისას, ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, უკრაინაში ომის დასრულება ნამდვილად სურს, და მას პუტინის გაჩერება შეუძლია.
