შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს განცხადებით, ნიუ ორლეანის თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა
შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს განცხადებით, ნიუ ორლეანის თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბოროტმოქმედი, ტეხასელი შამსულ დინ-ჯაბარი ნიუ ორლეანში 31 დეკემბერს ჩავიდა და თავდასხმამდე რამდენიმე ვიდეო ჩაწერა, სადაც ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს ერთგულებას უცხადებს. ვიდეოში ჯაბარი ამბობს, რომ თავდაპირველად თავისი ოჯახის წევრების მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, რომ უფრო მეტი ყურადღება სჭირდებოდა. შეგახსენებთ, ბოროტმოქმედი ახალი წლის ღამეს ნიუ ორლეანში, გადატვირთულ ქუჩაზე სატვირთო ავტომობილით ხალხში შეიჭრა. შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა. როგორც სიტყვით გამოსვლის დროს ჯო ბაიდენმა განაცხადა, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ამერიკის შეერთებულ შტატებში უსაფრთხო ადგილს ვერ იპოვის.
